Tuesday 12 October 2010

Gabriel José García Márquez BOLO SITYVA


თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა , რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს. ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ… დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი ბევრს. მესმის ,რომ თითოეულ წუთს ,როდესაც თვალებს ვხუჭავთ… ვკარგავთ სინათლის 60 წამს. ვივლიდი მაშინ როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა ,გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს . თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს.. ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს არამედ ჩემს სულსაც .
. ღმერთო თუ გული მექნებოდა, მთელ ჩემს სიძულვილსიტყვებით გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავხატავდი ბენედეტის ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა .
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა …. არ გავიყვანდი არც ერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა, რომ მე ის მიყვარს.. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს, რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული.

ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ შეყვარება აღარ ძალუძთ, როდესაც ბერდებიან. ისინი ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს! პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი . მოხუცებს დავანახვებდი , რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა დავიწყებასთან ერთად მოდის . რამდენი რამე ვისწავლე თქვენგან ხალხო ……. დავინახე ის რომ ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრება და არ იციან რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე.
ვისწავლე ისიც ,რომ როდესაც ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს.. ეს სამუდამოა და აღარასოდეს გაუშვებს მას.
ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ მხოლოდ იმ შემხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება .
რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან … მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე ამ კიდობანში მომათავსებენ სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები.
ყოველთვის თქვი ის, რასაც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს.. მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად გხედავ, როგორ გადიხარ სახლიდან მოგეხვეოდი გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა.. რომ ვიცოდე უკანასკნელად მესმის შენი ხმა.. ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა, რომ ვიცოდე რომ.. ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია ..გეტყოდი ‘’მიყვარხარ’’ თითქოს არ ვიყო დარწმუნებული რომ შენ ეს უკვე იცი …. ყოველ გათენებასთან ერთად, ცხოვრება ახალ-ახალ საშუალებებს გვაძლევს, რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე..მაგრამ თჲ ახლა მე ვცდები და დღეს ამის მეტი არაფერი დაგვრჩენია.. მინდა გიხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და რომ არასოდეს დაგივიწყებ.

No comments:

Post a Comment